თბილისის მთავრობა დღეს "ჰერმესის" ხელმძღვანელობის ანგარიშს მოისმენს

თბილისის მთავრობა დღეს შპს "ჰერმესის" ხელმძღვანელობის ანგარიშს მოისმენს.

თბილისის მერიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, სერვისის მომწოდებელ კომპანიებთან პარასკევის ტრადიციული შეხვედრების ფორმატში, "ჰერმესის" ხელმძღვანელობა თბილისის მთავრობას გაწეული სამუშაოებისა და სამომავლო გეგმების შესახებ ინფორმაციას გააცნობს.

შპს "ჰერმესი" ქალაქში არსებული სასაფლაოების მართვას და მოქალაქეებისთვის სარიტუალო მომსახურებას უზრუნველყოფს.

პარასკევის ტრადიციული შეხვედრების ფორმატში თბილისის მთავრობამ უკვე მოისმინა თბილისის სერვისის მიმწოდებელი კომპანიების: "სითი-პარკის", "თელასის", "ყაზტრანსგაზ-თბილისის", თბილისის სატრანსპორტო კომპანიის, outdoor.ge-ს, GWP-ს და "თბილისის მიკროავტობუსის" ხელმძღვანელების ანგარიშები და სამომავლო გეგმებზე იმსჯელა.