პირველად 2003 წლის შემდეგ Brent-ის მარკის ნავთობის ფასი 25 დოლარზე დაბლა დაეცა

ბრიტანული Brent-ის მარკის ნავთობის ფასი ლონდონის ICE ბირჟაზე გუშინ მიმდინარე ვაჭრობის შედეგად 2003 წლის შემდეგ პირველად დაეშვა 25 დოლარზე დაბლა. თბილისის დროით 20:37 საათისთვის მისმა ღირებულებამ ბარელზე 24,9 დოლარი შეადგინა, რაც 13,3%-იანი ვარდნაა. უკვე თბილისის დროით 02:10 საათისთვის კი გაიზარდა და 26,42 დოლარი შეადგინა ბარელზე.

რაც შეეხება ამერიკულ WTI ნავთობს, მან ღირებულების 21,3 დოლარი დაკარგა და 21,5 დოლარი შეადგინა ბარელზე, რაც ბოლოს 2002 წელს მოხდა. თუმცა მოგვიანებით მისი ფასიც გაიზარდა და 23,4 დოლარი შეადგინა ბარელზე.

კოკა კვირკველია