ნიუ-იორკის საფონდო ბირჟაზე ვაჭრობა მხოლოდ ელექტრონულად გაიმართება

23 მარტიდან ნიუ-იორკის საფონდო ბირჟაზე ფასიანი ქაღალდებით ვაჭრობა მხოლოდ ელექტრონულად გაიმართება. ამის მიზეზი კი კორონავირუსის ეპიდემიის გავრცელებაა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას თავად ბირჟა ავრცელებს.

„ორშაბათიდან ბირჟაზე ვაჭრობა მხოლოდ ელექტრონულად გაიმართება, დაიხურება დარბაზები როგორც ნიუ-იორკში, ასევე სან-ფრანცისკოში, რათა არ დავუშვათ ინვესტორების და პერსონალის ვირუსით დაინფიცირება“, - ნათქვამია განცხადებაში.

აღსანიშნავია, რომ ბოლო ვაჭრობისას ბირჟაზე მთავარმა ამერიკულმა ინდექსებმა ღირებულების 5-6% დაკარგეს, Dow Jones-მა დაკარგა 1333,34 პუნქტი (6,28%) და შეადგინა 19904,04 პუნქტი. S&P 500-მა დაკარგა 130,85 პუნქტი (5,17%), და 2398,34 პუნქტი შეადგინა. ხოლო Nasdaq-მა 344,94 პუქნტი (4,70%), და 6989,84 პუნქტამდე დაეშვა.

კოკა კვირკველია