ვაზიანი-გომბორი-თელავის გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია

ვაზიანი-გომბორი-თელავის გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

ამის შესახებ ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

„საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზაზე, მოცურებისა საწინააღმდეგო ჯაჭვებით გადაადგილების რეჟიმი მოიხსნა და ამ დროისთვის, ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია, - ნათქვამია განცხადებაში.