პროდუქტები, რომელსაც ვყიდით და ვყიდულობთ რუსეთში

2020 წლის იანვარ-თებერვალში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 1 853.8 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 6.0 პროცენტით მეტია.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, საანგარიშო პერიოდში ათი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან საგარეო სავაჭრო ბრუნვაში 70.9 პროცენტი შეადგინა.

ქვეყნის უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორები არიან: თურქეთი (250.6 მლნ. აშშ დოლარი), აზერბაიჯანი (226.0 მლნ. აშშ დოლარი) და რუსეთი (199.0 მლნ. აშშ დოლარი).

„საქსტანტის“ ინფორმაციით, 2020 წლის იანვარ-თებერვალში საქართველოდან რუსეთში ექსპორტი შემცირდა 60 389 500 დოლარი შეადგინა, მაშინ როდესაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდში 81 239 200 დოლარი იყო.

რაც შეეხება რუსეთიდან იმპორტს, საანგარიშო პერიოდში 138 631 700 დოლარამდე გაიზარდა, მაშინ როდესაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდში 122 084 100 დოლარი იყო.

„ბიზნესპრესნიუსი“ დაინტერესდა, რას ვყიდით და ვყიდულობთ რუსეთისგან.

საქართველოდან რუსეთში ექსპორტირებული უმსხვილესი სასაქონლო ჯგუფები:

  • ყურძნის ნატურალური ღვინოები - 17 674 400 დოლარი
  • ფეროშენადნობები - 15 971 000 დოლარი
  • მინერალური და მტკნარი წყლები - 6 610 900 დოლარი
  • სპირტიანი სასმელები - 4 194 000 დოლარი
  • ციტრუსების ნაყოფი - 3 050 800 დოლარი

რუსეთიდან საქართველოში იმპორტირებული უმსხვილესი სასაქონლო ჯგუფები:

  • ნავთობი და ნავთობპროდუქტები - 26 678 500 დოლარი
  • ნავთობის აირები და აირისებრი ნახშირწყალბადები, სხვა - 14 825 800 დოლარი
  • ელექტროენერგია - 13 077 700 დოლარი
  • ხორბალი და მესლინი - 10 215 300 დოლარი
  • სატელეფონო აპარატები - 5 467 400 დოლარი
ლიკა ამირაშვილი