ბანკი JP Morgan Chase & Co კორონავირუსის სწრაფად გავრცელების გამო ამერიკის მასშტაბით ათასამდე ფილიალს დახურავს. ამის შესახებ ტელეკომპანია CNBC იუწყება.
„ჩვენ ვგეგმავთ ჩვენი განყოფილებების 20%-ის დახურვას. აღნიშნული ნაბიჯი ჩვენი თანამშრომლების უსაფრთხოებისთვისაა გადადგმული, რომლებიც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან დახმარებას უწევენ ჩვენს კლიენტებსა და საზოგადოებას“ - აცხადებენ უწყებაში.
ტელეკომპანიის ინფორმაციით, პერსონალის ნაწილი, განსაკუთრებით კი ის ნაწილი, რომელიც იპოთეკისა და ფინანსური კონსულტაციების მიმართულებით მუშაობენ, საქმიანობის დისტანციურად გააგრძელებენ.
JP Morgan Chase & Co, რომლის სათავო ოფისი ნიუ-იორკში მდებარეობს, აქტივების მიხედვით ამერიკის უმსხვილესი ბანკია, მას 4976 ფილიალი აქვს და ჰყავს 257 ათასი თანამშრომელი.