თეთრი სახლის ეკონომიკური საბჭოს ხელძღვანელმა ლოურენს ქადლოუმ არ გამორიცხა, რომ ამერიკის ხელისუფლებას კორონავირუსის გავრცელების შედეგად დატოვებული კვალის შესამსუბუქებლად 1,3 ტრილიონ დოლარზე მეტი დასჭირდეს.
„ჩვენ მოვითხოვეთ 1,3-ტრილიონიანი დახმარების პაკეტი. თუ ჩვენ დაგვჭირდება მეტი, ჩვენ მას მოვითხოვთ“ - განაცხადა ქადლოუმ და დასძინა, რომ ომისა და კრიზისების დროს ბიუჯეტიდან თანხის თხოვნაზე წუხილი არ ღირს.
მისივე თქმით, ამერიკის ეკონომიკა საკმაოდ ძლიერია, რათა ხელისუფლებას ჰქონდეს შესაძლებლობა „ისესხოს სახსრები“ ბიუჯეტიდან „ბიზნესისა და მოსახლეობის“ დასახმარებლად.
მანამდე ფედერალურმა ხელისუფლებამ მოამზადა ზომათა პაკეტი, რომლებიც მოწოდებულია ეკონომიკის სტიმულირებისთვის კრიზისის დროს. როგორც სააგენტო Bloomberg-ი წერს, პაკეტის მოცულობა შეადგენს 1,2 ტრილიონ დოლარს, საიდანაც 50 მილიარდი ამერიკული კომპანიების დასახმარებლადაა განკუთვნილი, 150 მილიარდი სხვა სექტორების დაკრედიტებისთვის, რომლებიც მნიშვნელოვან ზარალს განიცდიან კორონავირუსის გამო, 300 მილიარდი კი მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდასაჭერად.
აშშ-ის ფინანსთა მინისტრის, სტივენ მნუჩინის განმარტებით, ის მხარს უჭერს იმას, რომ აღნიშნული ეკონომიკური პაკეტის ფარგლებში, თითოეულმა ამერიკელმა, ორი კვირის განმავლობაში 1 000-დოლარიანი ჩეკი მიიღოს.