მთავრობა საჯარო და კერძო სექტორს მიმართავს, მაქსიმალურად შეზღუდონ თანამშრომლების სამუშაო ადგილებზე გამოცხადება.
ამის შეასხებ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართული ბრიფინგზე პრემიერ-მინისტრის პრესსპიკერმა ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა.
როგორც ჩიქოვანმა აღნიშნა, დამსაქმებლებმა თანამშრომლები მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში უნდა მიიყვანონ სამუშაო ადგილზე.
„საჯარო სექტორს მიეცა დავალება, რომ კიდევ უფრო შეიზღუდოს იმ თანამშრომელთა რაოდენობა, რომელთა გამოცხადება იქნება აუცილებელი სამუშაო ადგილზე და გადავიდეთ მაქსიმალურად დისტანცირებულ მუშაობაზე და აბსოლუტურად მინიმუმამდე იყოს დაყვანილი იმ თანამშრომელთა რაოდენობა, რომელთაც მოუწევთ გადაადგილება, რომლებსაც მოუწევთ მისვლა სამსახურში. ანალოგიური რეკომენდაციაა გაცემული კერძო სექტორისათვის, რომ მათ მაქსიმალურად შეზღუდონ და მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში მოსთხოვონ საკუთარ თანამშრომლებს გამოცხადება“, - განაცხადა ჩიქოვანმა.