ესპანეთში კორონავირუსით საქართველოს მოქალაქე გარდაიცვალა. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა, ირაკლი ჩიქოვანმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, 74 წლის ქალს ქრონიკული დაავადებებიც ჰქონდა.
“ესპანეთში გარდაიცვალა ჩვენი თანამოქალაქე, 74 წლის ქალბატონი, რომელსაც ჰქონდა ქრონიკური დაავადებები. ჩვენ პერმანენტულ კონტაქტზე ვართ ოჯახთან. რა თქმა უნდა, ჩვენი დიპლომატიური სამსახური ეხმარება მათ ყველა საჭირო პროცედურების მოგვარებაში. აქვე ხაზი მინდა გავუსვა იმას, რომ დიპლომატიური სამსახურის თანამშრომლები მუშაობენ 24-საათიან რეჟიმში, შემქნილია ცხელი ხაზი იმისთვის, რომ ჩვენ მაქსიმალურად ოპერატიულად დაზუსტებული და განახლებული ინფორმაცია მივაწოდოთ ჩვენს თანამოქალაქეებს, რომლებიც არიან ჩვენი ქვეყნის გარეთ”, - განაცხადა ჩიქოვანმა.