საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსპიკერის, ირაკლი ჩიქოვანის განცხადებით, თბილისთან ერთად, ყველა სხვა მუნიციპალიტეტში გაიცემა რეკომენდაცია, რომ მოიჯარეებს, რომლებიც სარგებლობენ მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული სავაჭრო ობიექტებით, იჯარის გადასახადი არ მოსთხოვონ.
ამის შესაებ ჩიქოვანმა კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა.
„დედაქალაქის მერის, კალაძის ინიციატივა, რომელიც ეხებოდა მუნიციპალიტეტის მფლობელობაში არსებული იჯარით გაცემული გადასახადების შეჩერებას, სავაჭრო ობიექტებთან დაკავშირებით, ეს რეკომენდაცია მიეცა ყველა სხვა მუნიციპალიტეტსაც. ყველა ამ ღონისძიებასთან ერთად უმნიშვნელოვანესია, გაითვალისწინოთ რეკომენდაციები, რომელიც სააკოორდინაციო საბჭოდან არსებობს და დავრჩეთ სახლში“,- განაცადა ჩიქოვანმა.