ევროპის ცენტრალური ბანკი ფინანსური სტაბილურობის მხარდაჭერისთვის 750 მლრდ ევროს გამოყოფს

ევროპის ცენტრალური ბანკის მმართველმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება აამოქმედოს პროგრამა, რომელიც 750 მილიარდი ევროს ღირებულების ფასიანი ქარალდების შესყიდვას ითვალისწინებს. ამით ბანკი აპირებს ხელი შეუწყოს რეგიონის ფინანსურ სტაბილურობას კორონავირუსის გავრცელების პირობებში.

ევროპის ცენტრალური ბანკის მიერ გავრცელებული განცხადების მიხედვით, 750 მილიარდის ფასიანი ქაღალდების ამოსყიდვა მოხდება 2020 წლის ბოლომდე და მოიცავს აქტივების ყველა კატეგორიას, რომელიც ამ პროგრამის ფარგლებში მოექცევა. ევროპის ცენტრალურ ბანკში აცხადებენ, რომ პროგრამა დასრულდება მას შემდეგ, რაც გამოცხადდება კრიზისული ეტაპის დასრულების შესახებ, თუმცა ნებისმიერ შემთხვევაში ეს მოხდება არაუგვიანეს 2020 წლის ბოლომდე.

კოკა კვირკველია