„უბრალოდ, პიარისა და აქციის სახე არ მიგვიცია, თუმცა პროგრამულადაც და პოლიტიკითაც ჩვენ ამისთვის ყოველთვის მზად ვართ“,- ასე პასუხობს საშეღავათო პერიოდის შესაძლო შემოღებასთან დაკავშირებით დასმულ კითხვას მიკროსაფინანსო ორგანიზაციების ასოციაციის თავმჯდომარე ბესო შენგელია. როგორც მან „ბიზნესპრესნიუსს“ განუცხადა, მიკროსაფინანსო ორგანიზაციები სესხების რესტრუქტურიზაციის მომხმარებლების თხოვნის შესაბამისად მანამდეც აკეთებდნენ, შესაბამისად, ეს პროცესი კვლავაც გაგრძელდება და ამაში მათთვის სიახლე არაფერია.
„ამაში არაფერი ახალი არ არის. ახლა კორონავირუსს დავარქმევთ, თუ გვალვას, ჩვეულებრივ, როდესაც მსესხებელს სჭირდება და კარგი ისტორია აქვს, მას ისედაც ვუკეთებთ სესხის რესტრუქტურიზაციას. უბრალოდ, ჩვენ ეს პროცესი ასე მასიურად არ დაგვიწყია. მომართვიანობის მიხედვით, ვისაც ეს სჭირდება, ისედაც ვუკეთებთ, მანამდეც ვაკეთებდირთ და მომავალშიც გავაგრძელებთ.
უბრალოდ, პიარისა და აქციის სახე არ მიგვიცია, თუმცა პროგრამულადაც და პოლიტიკითაც ჩვენ ყოველთვის მზად ვართ“,- განაცხადა ბესო შენგელიამ.
შეგახსენებთ, რომ სამთვიანი საშევათო პერიოდის შესახებ, კომერციულმა ბანკებმა განცხადებების გაკეთება 12 მარტიდან დაიწყეს. ამის მიზეზი კი, კორონავირირუსით გამოწვეული, ქვეყანაში არსებული ვითარება გახდა. საშეღავათო პერიოდის შესახებ პირველი განცხადება „საქართევლოს ბანკმა“ გააკეთა. მოგვიანებით, მსგავსი შეთავაზებები „თბს ბანკმა“, „ლიბერთი ბანკმა“, „ხალიკ ბანკმა“ და სხვა კომეციულმა ბანკებმაც აამოქმედეს.