დავით შავლიაშვილი გერმანიის წამყვანი სამშენებლო კომპანიების ხელმძღვანელებს შეხვდა

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი დავით შავლიაშვილი და მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ამაშუკელი ბერლინში , გერმანიის წამყვანი საპროექტო და სამშენებლო კომპანიების ხელმძღვანელებს შეხვდნენ.

სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, შეხვედრის მიზანი იყო პროექტირებისა და მშენებლობის ახალი ტექნოლოგიების გაცნობა, რომელიც თანამედროვე ევროპაში გამოიყენება. მინისტრმა და მინისტრის მოადგილემ, მასპინძლებთან ერთად, რამდენიმე მშენებლობა მოინახულეს და სამშენებლო სამუშაოები ადგილზე დათვალიერეს.