კორონავირუსით ინფიცირებული ერთ-ერთი პაციენტი წლისთავზე იმყოფებოდა, მასთან მყოფი პირები, კი თვითიზოლაციაში არიან

ყველა პირი, რომელიც იყო ამ ღონისძიებაზე, არის იდენტიფიცირებული, ისინი არიან თვითიზოლაციაში, - ასე უპასუხა ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ ჟურნალისტის კითხვას, თუ არიან გამოვლენილიი ის ადამიანები, რომლებიც კორონავირუსით ინფიცირებულ ახალ პაციენტთან ერთად წლისთავზე იმყოფებოდნენ. ტიკარაძის განცხადებით, ყველა ამ ადამიანზე დაკვირვება მიმდინარეობს.

“როგორც ცნობილია, რა თქმა უნდა, ყველა პიროვნება, რომელიც იყო ამ ღონისძიებაზე, არის იდენტიფიცირებული. ისინი არიან თვითიზოლაციაში ამ ეტაპზე და ჩვენი მონიტორინგის სამსახურისა და ეპიდემიოლოგების მხრიდან მიმდინარეობს ამ ადამიანებზე დაკვირვება”, - განაცხადა მინისტრმა.

ცნობისთვის, დღეს კორონავირუსით ინფიცირების ორი შემთხვევა გამოვლინდა, მათ შორის ერთ-ერთი 80 წელს გადაცილებული ქალია.