ნორვეგიაში თვითიზოლაციის დამრღვევ პირებს 20 000 ნორვეგიული კრონით (2 000 დოლარი) დააჯარიმებენ ან 15 დღით თავისუფლების აღკვეთას მიუსჯიან.
ამასთანავე, ქვეყანაში მკაცრი ჯარიმები დაწესდა მათზე, ვინც ამ პერიოდის განმავლობაში სპორტულ და კულტურულ ღონისძიებებში მიიღებს მონაწილეობას.
CNN-ის ინფორმაციით, ნორვეგიის პრემიერ-მინისტრმა ერნა სოლბერგმა მოსახლოებას აგარაკებზე გამგზავრება და იქ დარჩენა აუკრძალა, რათა ქვეყნის პერიფერიებში კორონავირუსის გავრცელების შეჩერება მოხდეს.
იქამდე კი ნორვეგიის ხელისუფლებამ უცხო ქვეყნის მოქალაქეებს ქვეყანაში შესვლა აუკრძალა. შეზღუდვა არ ეხებათ ნორვეგიის რეზიდენტ პირებს.
ამასთანავე ნორვეგიაში დაბრუნებულმა მოქალაქეებმა სახლებში დაბრუნებამდე 14 დღე კარანტინში უნდა გაატარონ. თვითიზოლაციაში მყოფ პირებს კი სახლის დატოვება, საზოგადოებრივი ტრანსპორტის სარგებლობა და თავშეყრის ადგილებში მოხვედრა ეკრძალებათ, მიუხედავად იმისა, აქვთ თუ არა კორონავირუსის სიმპტომები.
ბოლო ინფორმაციით, ნორვეგიაში კორონავირუსით დაინფიცირებულთა რაოდენობა 1 600-ს აღემატება. ვირუსს ქვეყანაში 6 ადამიანი ემსხვერპლა.