Facebook-ი თითოეულ თანამშრომელს ბონუსის სახით 1 000 დოლარს გადასცემს, მიუხედავად იმისა, ისინი ოფისიდან იმუშავებენ თუ სახლიდან.
CNN-ის ინფორმაციით, ბონუსს კომპანიის 45 000-ვე თანამშრომელი მიიღებს. მათ შორის არიან ისეთები, რომლებიც კომპანიაში საათობრივ სამუშაოს ასრულებენ და დღესდღეობით საშუალოზე ნაკლებ სამუშაოს ასრულებენ.
გამოცემის მიხედვით, კომპანიაში მომუშავე თანამშრომლების საშუალო წლიური შემოსავალი 228 651 აშშ დოლარია.
აღსანიშნავია, რომ გასულ კვირას ისეთმა დიდმა ტექნოლოგიურმა კომპანიებმა, როგორიცაა Facebook, Amazon, Google და Twitter თანამშრომლებს სახლიდან მუშაობისკენ მოუწოდეს იმ შემთხვევაში, თუ მათი პოზიცია ამის საშუალებას აძლევთ.
ამის გარდა, Facebook-მა გასულ კვირას განაცხადა, რომ კორონავირუსით დაზარალებული მცირე ბიზნესის ხელშესაწყობად კომპანია 100 მილიონ აშშ დოლარს დახარჯავს.