სებ-მა 40 მლნ დოლარი გაყიდა

2020 წლის 19 მარტს გამართულ საქართველოს ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონზე სებ-მა 40 000 000 აშშ დოლარი გაყიდა.

სებ-ის ცნობით, საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა 3.1564 შეადგინა.

ცნობისათვის, სებ-მა ლარის კურსის ვარდნის გამო 20 მილიონი დოლარი 13 მარტს უკვე გაყიდა.