"კავკასუს ონლაინი" კომპანიაში კრიმინალური პოლიციის შესვლის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციაზე განმარტებას აკეთებს

"კავკასუს ონლაინში" კრიმინალური პოლიციის შესვლის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციაზე კომპანია განმარტებას აკეთებს.

"კავკასუს ონლაინმა" რამდენიმე წუთის წინ განცხადება გაავრცელა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ: "კავკასუს ონლაინი" სასამართლოს განჩინების საფუძველზე სამართალდამცველი ორგანოებზე გასცემს კონკრეტულ საქმესთან დაკავშირებულ ინფორმაციას. 1-ელ ოქტომბერსაც სასამართლოს განჩინების საფუძველზე მოხდა სამართალდამცველი ორგანოების მოთხოვნის შესრულება. მომხმარებლის მიერ სერვერის სასერვეროში განთავსება ანუ კოლოკაცია, "კავკასუს ონლაინის", ისევე როგორც სხვა სატელეკომუნიკაციო კომპანიების ერთ-ერთი მომსახურებაა, რასაც მომხმარებელს ვთავაზობთ. კომპანიასა და მომხმარებელს შორის ურთიერთობას ხელშეკრულება არეგულირებს, რომლის თანახმად კომპანია არ არის პასუხისმგებელი იმ კონტენტზე (სერვერზე განთავსენული ინფორმაცია), რაც დევს სერვერზე", - ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.

ვრცელდება დაუდასტურებელი ინფორმაცია, რომ კრიმინალური პოლიციის შესვლა "კავკასუს ონლაინში" კომპანიის სერვერებიდან ბავშვთა პორნოგრაფიის გავრცელებას უკავშირდება.