კორონავირუსის გამო მსოფლიოს მასშტაბით Zara-ს 3 785 მაღაზია დაიხურა.
Zara-ს მფლობელმა კომპანია Inditex-მა, რომელიც ამავდროულად Pull and Bear-ს, Massimo Dutti-სა და Bershka-ს მფლობელიცაა, აღნიშნული გადაწყვეტილება დღეს მიიღო.
კომპანიის განცხადებით, მათ Zara-ს მაღაზიები მსოფლიოს 39 ქვეყანაში დახურეს.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ მათ მთავარ პრიორიტეტს თანამშრომლებისა და მომხმარებლების უსაფრთხოება წარმოადგენს, ამიტომ მაღაზიების დროებით დახურვის გადაწყვეტილება მიიღეს.
ამასთანავე, კორონავირუსის გამო მაღაზიის გაყიდვები ბოლო 2 კვირის განმავლობაში 24.1%-ით შემცირდა.
ამ კრიზისის დასაძლევად კომპანია Inditex-მა ბიუჯეტიდან 288 მილიონი ევრო გამოყო.
Zara-ს მაღაზია დაიხურა თბილისშიც. როგორც „ბიზნესპრესნიუსს“ თბილისი მოლში განუცხადეს, Zara-სთან ერთად 1-ელ აპრილამდე დაიხურა Retail Group Georgia-ში შემავალი ყველა ბრენდის მაღაზია, მათ შორის, Massimo Dutti, Marks & Spencer, Gap, Bershka, Stradivarius და ა.შ.