საქართველოს საელჩო ავსტრიის რესპუბლიკის ტერიტორიაზე მყოფ საქართველოს მოქალაქეების საყურადღებოდ განცხადებას ავრცელებს.
საელჩოს ინფორმაციით, ავსტრიაში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს, რომლებსაც ავსტრიაში დროებითი ყოფნის ვადა ეწურებათ და ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე ვერ შეძლეს მოკლევადიანი ვიზით ან/და 90 დღიანი უვიზო რეჟიმით გათვალისწინებულ დროში ქვეყნის დატოვება, ავსტრიის ტერიტორიიდან გასვლისას არავითარი პრობლემა არ შეექმნებათ.
„გაგაცნობთ ვენის სამხარეო პოლიციის განცხადებას, რომლის თანახმად, ავსტრიაში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს, რომლებსაც ავსტრიაში დროებითი ყოფნის ვადა ეწურებათ და ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე ვერ შეძლეს მოკლევადიანი ვიზით ან/და 90 დღიანი უვიზო რეჟიმით გათვალისწინებულ დროში ქვეყნის დატოვება, ავსტრიის ტერიტორიიდან გასვლისას არავითარი პრობლემა არ შეექმნებათ.
ვრცელი ინფორმაციისთვის, იხილეთ ვენის სამხარეო პოლიციის განცხადება: https://www.polizei.gv.at/…/presse/aussendungen/presse.aspx…
დამატებითი კითხვების შემთხვევაში, დაუკავშირდით შესაბამის უწყებას ტელეფონის ნომერზე: 01 31310-0 ან ელ. ფოსტის მეშვეობით: LPD-W@polizei.gv.at
საქართველოში გამგზავრების შესახებ ინფორმაციის მისაღებად, შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ საელჩოს ცხელი ხაზის ნომრებზე: +43 676 3358590; +43 676 6246194“ ,-ნათქვამია განცხადებაში.