მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის რეკომენდაციების თანახმად, თიბისი ურჩევს მომხმარებლებს მაქსიმალურად გამოიყენონ დისტანციური არხები, რომლითაც თითქმის ყველა საბანკო სერვისის მიღება შეუძლიათ, - ამის შესხებ ინფორმაცის „თიბისი ბანკი“ ავრცელებს.
„20 მარტიდან, თიბისი დროებით აჩერებს მხოლოდ რამდენიმე სერვისცენტრის მუშაობას. დაიხურება ის სერვისცენტრები, რომლებიც ხალხმრავალ ადგილებში - სავაჭრო ცენტრებში და სასამართლოში მდებარეობს, ასევე, იუსტიციის სახლში.
ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს მუშაობას თიბისის ფილიალები მთელი საქართველოს მასშტაბით.
თიბისი მოუწოდებს მომხმარებლებს ისარგებლონ დისტანციური არხებით“, - აღნიშნულია განცხადებაში.
ინფორმაცია სერვისცენტრების და ფილიალების მუშაობის გრაფიკის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: