საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 43-მდე გაიზარდა

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 43 შემთხვევაა დადასტურებული.

ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე არის განთავსებული.

კარანტინის რეჟიმშია 1575 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 275 პირი.

ინფორმაციისთვის, 43 ადამიანიდან 1 გამოჯანმრთელებულია.