ბილ გეითსმა ისაუბრა, თუ რა დრო დასჭირდება კორონავირუსზე გამარჯვებას

ამერიკელმა ბიზნესმენმა და ფილანტრომპმა ბილ გეითსმა მოუწოდა ადამიანებს შეინარჩუნონ სიმშვიდე პანდემიის ფონზე. ცოტა ხნის წინ მილიარდერმა „ტვიტერში“ გამოაქვეყნა ფოტო მინაწერით - „მე ვმუშაობ სახლიდან“, რის შემდეგაც Reddit-ის მომხმარებლების კითხვებს უპასუხა სოციალურ დისტანცირებაზე, ვაქცინის შექმნასა და ეკონომიკურ შედეგებზე.

გეითსს დაუსვეს კითხვა, თუ რამდენ ხანს გასტანდა მისი აზრით პანდემია, ის ფიქრობს, რომ COVID-19-თან ბრძოლას შტატებში სჭირდება კარანტინი 10 კვირის ვადით. მან განაცხადა, რომ ამ შემთხვევაში დაფიქსირდება ინფიცირების ძალიან მცირე შემთხვევები და ამერიკას გაუჩნდება შესაძლებლობა კვლავ გაიხსნას დანარჩენი მსოფლიოსთვის.

როგორც ცნობილია, ბილ გეიტსმა და მისმა მეუღლემ კორონავირუსთან ბრძოლისთვის ჯერ კიდევ იანვარში გამოყვეს 10 მილიონი დოლარი, ხოლო შემდეგ ის 100 მილიონამდე გაზარდეს. აქედან 20 მილიონი დააავადებულთა იზოლაციას უნდა მოხმარდეს, 20 მილიონი აზიისა და აფრიკის ჯანდაცვის ცენტრების განვითარებას, ხოლო დანარჩენი 60 მილიონი ვაქცინის შექმნაზე დაიხარჯება.

Microsoft-ის დამფუძნებელი აცხადებს, რომ სწორი მოქმედების და 2-3 თვე სოციალური დისტანცირების შემთხვევაში განვითარებულმა ქვეყნებმა დაინფიცირების მაღალი მაჩვენებელი წესით თავიდან უნდა აირიდონ. გეითსის აზრით, ეკონომიკური ზარალი, რომელიც ამ პანდემიას მოჰყვება დიდი იქნება და ის განსაკუთრებით განვითარებად ქვეყნებს დაეტყობათ. კითხვაზე - რა შეუძლიათ ამერეკელებს გააკეთონ, რომ სხვებს დაეხმარონ, გეითსმა უპასუხა, რომ მთავარია შეინარჩუნონ სიმშვიდე, მიუხედავად გარემოებისა.

ამავე ინტერვიუში გეითსმა აღნიშნა, რომ ადამიანების შესაძლებლობა გადაადგილების გაზრდასთან ერთად ზრდის ამ ტიპის ინფექციების სწრაფად გავრცელების რისკსაც. სწორედ ამიტომ არის ახლა ეპიდემია იმაზე ბევრად სწრაფად გავრცელებადი, ვიდრე ეს გასულ საუკუნეში ხდებოდა.

კოკა კვირკველია