მიმართვა 9 სასურსათო პროდუქტის იმპორტიორ/დისტრიბუტორებს - „ფასის სპეკულაციური ზრდის თავიდან ასაცილებლად, მიწოდების ჯაჭვის ყველა რგოლი გაკონტროლდება“

დისტრიბუტორთა ასოციაცია 9 მნიშვნელოვანი სასურსათო პროდუქტის იმპორტიორ/დისტრიბუტორებს მიმართავს.

შეგახსენებთ, რომ პროდუქტზე ფასების ზრდის თავიდან აცილების მიზნით, სახელმწიფოს მიერ შემუშავებული სავალუტო რისკებისგან დაზღვევის მექანიზმის ფარგლებში, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება 9 მნიშვნელოვანი სასურსათო პროდუქტის იმპორტიორებისთვის/დისტრიბუტორებისთვის ფიქსირებულ საკურსო რეჟიმში გადაზღვევის თაობაზე. „საქართველოს დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაცია ყველა იმპორტიორ/სადისტირბუციო კომპანიას, რომლებიც ახორციელებენ ქვემოთ მითითებული პროდუქტის იმპორტს, მოუწოდებს წარმოადგინონ ინფორმაცია ასოციაციას ან/და საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში საკურსო რეჟიმში გადაზღვევა განხორცილედება შემდეგ 9 პროდუქტზე:

  • ბრინჯი;
  • მაკარონი;
  • ლობიო;
  • მზესუმზირის ზეთი;
  • ფქვილი;
  • შაქარი;
  • ხორბალი;
  • რძის ფხვნილი;
  • წიწიბურა;

მიწოდების ჯაჭვის ყველა რგოლში გაკონტროლდება ფასი, რათა თავიდან იქნეს აცილებული ფასის სპეკულაციური ზრდა,“-აღნიშნულია განცხადებაში.

თაია არდოტელი