„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“ (GIDE) პროექტის “დებატები უკეთესი განათლებისთვის” მოდიფიკაციას, არსებული სიტუაციიდან გამომდინარე, ონლაინპროექტის სახით იწყებს.
GIDE-ის ინფორმაციით, ის ითვალისწინებს სიტყვით გამოსვლების კონკურსს საგანმანათლებლო დებატკლუბების წევრი მოსწავლეებისთვის ქვეყნის ყველა რეგიონიდან. პროექტი ხორციელდება „გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდის“ მხარდაჭერით და მის მიზანს წარმოადგენს ერთის მხრივ, კრიტიკული აზროვნებისა და სიტყვით გამოსვლების უნარის განვითარებას მოზარდებში, ხოლო მეორეს მხრივ საგანმანათლებლო პროცესის გაგრძელებას თანამედროვე საკომუნიკაციო ან ინტერნეტსაშუალებების გამოყენებით.
"ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რათა არ გავჩერდეთ და არ შევწყვიტოთ საგანმანათლებლო აქტივობები, სწორედ ამიტომ ის რაც გვინდოდა ცოცხალი კონტაქტებით განხორციელებულიყო, ახლა დისტანციურად, ონლაინ გთავაზობთ!",- აცხადებენ ორგანიზაციაში.
GIDE-ის მიერ ორგანიზებულ ონლაინკონკურსში შეუძლია მონაწილეობა მიიღონ 14-17 წლის ასაკის სკოლის მოსწავლეებმა, ვინც არიან სასკოლო ან სხვა ტიპის დებატკლუბის წევრები და რომლებიც წარმოადგენენ დებატკლუბის ხელმძღვანელის სპეციალურ სარეკომენდაციო წერილს.
სიტყვით გამოსვლის ონლაინკონკურსში მონაწილეობის მსურველმა, უნდა ჩაწეროს 4-წუთიანი ვიდეორგოლი, რომელშიც უნდა იყოს ასახული სიტყვით გამოსვლა, სადაც იქნება მოყვანილი მოსწავლის პოზიცია და არგუმენტაცია შემდეგ თემებიდან (რეზოლუცია) ერთ-ერთთან კავშირში:
1. ონლაინ (ლაივ)მეცადინეობები გამართლებულია/გაუმართლებელია
2. ვიდეოჩანაწერებით სწავლება გამართლებულია/გაუმართლებელია
3. საქართველოში fake news-ებთან გამკაცრებული ბრძოლა გამართლებულია
მსურველებმა ვიდეორგოლები და სარეკომენდაციო წერილები 30 აპრილამდე უნდა გამოაგზავნოთ შემდეგ მისამართზე gedebate@gmail.com, ან მოგვწეროთ ჩვენს Facebook გვერდზე https://www.facebook.com/DebatesGeorgia/
კონკურსის შედეგად გამოვლინდება 5 გამარჯვებული, რომელიც მიიღებს შემდეგი სახის პრიზებსა და საჩუქრებს: