კომპანია „თბილისის მიკროავტობუსების“ ხელმძღვანელობასა და თბილისის მერიას შორის მიმდინარეობს მოლაპარაკების პროცესი, „თბილისის მიკროავტობუსში” დასაქმებული პირებისთვის მინიმალური ფინანსური მხარდაჭერის გზების გამონახვის საკითხებზე. ამის შესახებ ნათქვამია „თბილისის მიკროავტობუსის“ განცხადებაში.
„დედაქალაქის მერია სრულ მხარდაჭერას უცხადებს და ცდილობს უმოკლეს დროში გამოინახოს გამოსავალი, რომ მოხდეს მიყენებული ფინანსური ზარალის ანაზღაურება თბილისის მიკროავტობუსის მხრიდან. ყველა თანამშრომელი იქნება ინფორმირებული მოლაპარაკების შედეგად მიღებული გადაწყვეტილების თაობაზე“, - ნათქვამია განცხადებაში.