ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, თბილისის რესპუბლიკურ საავადმყოფოში მოხდება პაციენტების საგანგებო მიღება და ეს იქნება „ემერჯენს ცენტრი“. მინისტრმა მოსახლეობას მოუწოდა, რომ ვინც ექიმთან ვიზიტის საჭიროებას ხედავს, პირველ რიგში, რესპუბლიკურ საავადმყოფოს მიმართოს.
„ჩვენი მოქალაქეების ძალიან დიდი ნაკადების მიმართვიანობიდან გამომდინარე ჩვენს საავადმყოფოებთან, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ამ ეტაპისთვის თბილისში რესპუბლიკურ საავადმყოფოში გაიმართება საგანგებო მიღება პაციენტების და ეს იქნება „ემერჯენს ცენტრი“. გთხოვთ ყველა მოქალაქეს, ვისაც გაგაჩნია საჭიროება, რომ მიმართოთ ექიმს, მიმართეთ რესპუბლიკურ საავადმყოფოს, საიდანაც მოხდება მათი საჭიროებისამებრ გადამისამართება, იქნება ეს თვითიზოლაცია, საკარანტინე ზონა, ინფექციური საავადმყოფო თუ ოჯახის ექიმი,“- განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.