2020 წლის თებერვალში კომერციული ბანკების წმინდა მოგება წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 79,4%-ით გაიზარდა. გასულ თვეს ბანკების მოგებამ 100,030 მლნ ლარი შეადგინა, წინა წლის ანალოგიურ პერიოდში კი 55,743 მლნ ლარი.
ეროვნული ბანკის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული სტატისტიკის მიხედვით, თებერვალში ბანკების შემოსავლებმა 383,296 მლნ ლარი, ხოლო ხარჯებმა 272,958 მლნ ლარი შეადგინა.
გარდა ამისა, 2020 წლის თებერვალში კომერციული ბანკების მიერ ჯარიმა/საურავებიდან მიღებულმა შემოსავალმა 5,260 მლნ ლარი; საკონვერსიო ოპერაციებიდან მიღებულმა წმინდა მოგება/ზარალმა 22,506 მლნ ლარი შეადგინა. ამასთან, წინა თვეში ბანკებმა საკომისიოებიდან და გაწეული მომსახურებებიდან 27,703 მლნ ლარის შემოსავალი მიიღეს.
ეროვნული ბანკის მონაცემებით, თებერვალში ბანკებმა 10,278 მლნ ლარის მოგების გადასახადი გადაიხადეს.
ცნობისთვის, გასულ წელს კომერციული ბანკების წმინდა მოგებამ 953,635 მლნ ლარი შეადგინა.