კომუნიკაციების კომისიამ "ტელეკომპანია ობიექტივი 2"-ის კერძო მაუწყებლობის ლიცენზიის მოდიფიცირება განახორციელა

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ შპს "ტელეკომპანია ობიექტივი 2"-ის კერძო მაუწყებლობის №B162 ლიცენზიის მოდიფიცირება განახორციელა.

კომისიის ინფორმაციით, კომპანია №B162 ლიცენზიის ფარგლებში სპეციალიზებული (ტელეშოპინგის) პროგრამებით მაუწყებლობის უფლებას ფლობდა. კომპანიის ხელმძღვანელობის წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე შპს "ტელეკომპანია ობიექტივი 2"-ს ლიცენზიის სახედ განესაზღვრა საერთო ტელემაუწყებლობა, რაც გულისხმობს საინფორმაციო და საზოგადოებრივ-პოლიტიკური გადაცემებით მაუწყებლობას.