კომპანიამ Apple შეზღუდა მისი წარმოების სმარტოფნების გაყიდვები ერთ პირზე მხოლოდ ორ ერთეულამდე. როგორც კომპანიაში აცხადებენ, ონლაინ შეძენის დროს მყიდველს მხოლოდ 2 iPhone-ის შეძენის უფლება ექნება. აღნიშნული შეზღუდვა იმოქმედებს ამერიკისა და ჩინეთის ბაზრებისთვის.
როგორც „როიტერსი“ წერს, ლიმიტის ამოქმედება მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც კომპანიამ ჩინეთის ფარგლებს გარეთ საკუთარი მაღაზიების დახურვა გამოაცხადა. სააგენტოს აზრით, ეს შესაძლოა, დაკავშირებული იყოს მიწოდების ჯაჭვის შეფერხებითა ან პროდუქციაზე მოთხოვნის შემცირებით. ამავდროულად, ანალიტიკური კომპანია Canalys-ის ექსპერტებმა სააგენტოს განუცხადეს, რომ ლიმიტის დაწესების მიზეზი შესაძლოა, იყო გადამყიდველების საქმიანობა. თავად კომპანიაში კომენტარის გაკეთებისგან თავს იკავებენ.