მთავრობის გადაწყვეტილება, სხვადასხვა საცალო სავაჭრო ობიექტის დახურვასთან დაკავშირებით, სავალუტო ჯიხურებს არ ეხება.
როგორც "ინტერპრესნიუსს" მთავრობის ადმინისტრაციაში განუცხადეს, სავალუტო ჯიხურები ჩვეულ რეჟიმში გააგრძელებენ მუშაობას.
ცნობისთვის, პრემიერ-მინისტრის მრჩევლის ირაკლი ჩიქოვანის განცხადებით, ყველა საცალო ვაჭრობის ობიექტი უნდა დაიხუროს, გარდა კვებისა და სურსათის სავაჭრო ობიექტებისა, ასევე საკოლმეურნეო ღია ბაზრობებისა, აფთიაქებისა და ბენზინგასამართი სადგურებისა. შესაბამისი განცხადება ჩიქოვანმა კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გააკეთა.