"დარჩით სახლში, თუ გადაუდებელი აუცილებლობა არ არის, არ გამოხვიდეთ ქალაქში"

დედაქალაქის მერი, კახა კალაძე მოსახლეობას სახლში დარჩენისა და ხალხმრავალ ადგილებში ყოფნისგან თავის შეკავებისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდებს.

როგორც კალაძემ ბრიფინგზე განაცხადა, აუცილებელია იმ რეკომენდაციების გათვალისწინება, რომელსაც სამედიცინო სფეროს სპეციალისტები გასცემენ.

„მინდა მივმართო საზოგადოებას, ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას, რომ ყველამ მაქსიმალურად გავითვალისწინოთ ის რეკომენდაციები, რომელსაც დარგის სპეციალისტები გვეუბნებიან. მაქსიმალურად თავი შევიკავოთ ხალხმრავალ ადგილებში გადაადგილებისგან, ურთიერთობისგან, ხელის ჩამორთმევა-გადაკოცნისგან და ა.შ. დარჩით სახლში, თუ გადაუდებელი აუცილებლობა არ არის, არ გამოხვიდეთ ქალაქში“,- განაცადა კალაძემ.