"ვითიბი ბანკი" "ჰონდას" შეძენის მსურველებს ავტოსესხზე განახლებულ პირობებს სთავაზობს

1-ლი ოქტომბრიდან ორი თვის განმავლობაში, "ვითიბი ბანკი" "ჰონდას" მარკის ნებისმიერი მოდელის შეძენის მსურველებს ავტოსესხზე განახლებულ პირობებს სთავაზობს.

"ვითიბი ბანკის" ინფორმაცით, აღნიშნული ავტომობილების შეძენის მსურველებს შეუძლიათ, ისარგებლონ ბანკის სესხით, ავტოსალონიდან გაუსვლელელად მხოლოდ პირადობის მოწმობით. აქციის ფარგლებში "ვითიბი ბანკი" მომხარებელს სთავაზობს: ავტომობილის დაზღვევას საჩუქრად, თანამონაწილეობას 0%-დან, წინსწრებით დაფარვის საკომისიოს - 0% და მაქსიმალური ვადა - 5 წელი.

აქციის ფარგლებში "ჰონდას" ავტომობილების შეძენა შესაძლებელია პირველადი შენატანის გარეშე, ხოლო ჰონდა CR-V-ს შეძენის შემთხვევაში გადასახადი თვეში 489 დოლარს შეადგენს.