"პულსზე გვიდევს ხელი, თუ ამის საჭიროება იქნება საზოგადოებრივი ტრანსპორტიც გაჩერდება"

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, თუ საჭიროება იქნება, მერია საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერების გადაწყვეტილებასაც მიიღებს. როგორც კალაძემ მერიაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ამ ეტაპზე ეს გადაწყვეტილება მიღებული არ არის.

„გუშინ გაჟღერდა თუ რა უნდა დაიხუროს და რომელ მაღაზიებს ეძლევათ მუშაობის შესაძლებობა. რაც შეეხება საზოგადოებრივ ტრანსპორტს, დღეს ეს გადაწყვეტილება ამ ეტაპზე მიღებული არ არის, თუმცა, თქვენ იცით, რომ ჩვენ ყოველდღიურ რეჟიმში გვაქვს სრული ინფორმაცია და ვაკვირდებით მდგომარეობას, პულსზე გვიდევს ხელი, თუ ამის საჭიროება იქნება და გადაწყვეტილებას მივიღებთ, რა თქმა უნდა, საზოგადებრივი ტრანსპორტიც გაჩერდება“,- განაცხადა კალაძემ.