„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის გიგა ბოკერიას განცხადებით, არსებული რეზერვების ხარჯვა არაფერს უშველის თუ ხელისუფლებას ეკონომიკური სტრატეგია არ არის ძალაში.
„რეზერვები გაიხარჯება და კიდევ უფრო მეტი პანიკა იქნება. ამიტომ ვთავაზობთ ჩვენ, „ევროპული საქართველო“, უკვე ამდენი ხანია გადასახადების დაწევას, საპენსიო რეჟიმის შეჩერებას მაინც თუ გაუქმებას არა და საბიუჯეტო დეფიციტის შემცირებას, უაზრო ხარჯების შემცირებით. ეს არის ერთადერთი გზა, რაც შეანელებს ამ დარტყმას. რეზერვების ხარჯვა ამ ყველაფრის დროში გადაწევას ახდენს და საბოლოო ჯამში, პანიკას დაუმატებს იმიტომ, რომ არ აღმოიფხვრება მიზეზი, რატომ მიდის საქმე ცუდად“, - განაცხადა ბოკერიამ.