„მაქსიმალურად უნდა ავირიდოთ კარტელური გარიგებები“ - ვასო ურუშაძეს საწვავის ფასზე

„მაქსიმალურად უნდა ავირიდოთ კარტელური გაირგებები“ ამის შესახებ "ჰაბ ჯორჯიას" აღმასრულებელმა დირექტორმა ვასო ურუშაძემ პალიტრანიუსის გადაცემაში „საქმე“ განაცხადა.

„არის პერიოდი, როცა ნავთობის დისტრიბუტორი კომპანიები საკმაოდ მნიშვნელოვან ზარალზე მიდიან, თუ, მაგალითად, პლატცის ფასი დავარდა, იმ დროს როცა კომპანიებს ეს ნავთობის ძვირად აქვთ ნაყიდი, ისინი წაგებაში რჩებიან, მაშინ როცა საპირისპიროდ მდგომარეობის პირობებში ისინი სარგებლობენ და ცდილობენ ზარალი მიღების პერიოდი დააკომპენსირონ. ეს ბუნებრივია, მაგრამ ამ შემთხვევაში მთავარი ჯანსაღი კონკურენციაა. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ კარტელური გარიგებების საფრთხე ავირიდოთ თავიდან“,- აღნიშნა ვასო ურუშაძემ.

შეგახსენებთ რომ კორონავირუსის გავრცელების შედეგათ ნავთობის ფასები მნიშვნელოვნად შემცირდა და დღეის მონაცემებით, ერთი ბარელი Brent- ის ტიპის ნავთობის ფასი 30 დოლარს ჩამოცდა.

ავტორი: ნოდარ სირბილაძე