„ეიპიემ ტერმინალს ფოთის" განცხადებით, ფოთის პორტი კრიზისულ პერიოდშიც გააგრძელებს ტვირთების მომსახურებას. კომპანია კორონავირუსთან დაკავშირებით „ეიპიემ ტერმინალს ფოთში“ მოქმედი ბიზნეს უწყვეტობის გეგმის შესახებ განცხადებას ავრცელებს.
"ფოთის საზღვაო ნავსადგური, კავკასიისთვის უმნიშვნელოვანესი ლოგისტიკური კარიბჭე, რომელიც უზრუნველყოფს რეგიონის კავშირს გლობალურ სავაჭრო ქსელთან, კრიზისულ პერიოდშიც გააგრძელებს ტვირთების მომსახურებას. ჩვენ მოწოდებული ვართ, უზრუნველვყოთ მაქსიმალური საოპერაციო მოცულობა და ხელმისაწვდომობა, რათა მიწოდებს ჯაჭვმა გააგრძელოს შეუფერხებლად მუშაობა. ჩვენი თანამშრომლების უსაფრთხოება რჩება ჩვენს მთავარ საზრუნავად. ჩვენი კოლეგები, რომლებსაც შეუძლიათ იმუშაონ სახლიდან, უზრუნველყოფილნი არიან შესაბამისი ტექნიკური შესაძლებლობით და მათ აქვთ წვდომა ყველა სისტემაზე, რათა შეასრულონ მომხმარებლების საქმიანობასთან დაკავშირებული ამოცანები. საოპერაციოდ კრიტიკულ პოზიციებზე დასაქმებული თანამშრომლები ფიზიკურად რჩებიან სამუშაო ადგილებზე. ისინი უზრუნველყოფილნი არიან FFP3 ტიპის ნიღბებით, ხელის სადეზინფექციო საშუალებებითა და მიღებული აქვთ სოციალური დისტანცირების ინსტრუქცია. ვირუსის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, ხდება მათი გადანაწილება სივრცესა და საქმიანობაში, რათა შეიქმნას მაქსიმალური იზოლაცია. ასევე, ყველა მომხმარებელი, რომელსაც უხდება უშუალო ფიზიკური კონტაქტი ნავსადგურის თანამშრომლებთან, ინფორმირებულები არიან უსაფრთხო დისტანცირების მოთხოვნის დაცვის აუცილებლობის შესახებ.
„ეიპიემ ტერმინალს ფოთს“ მუდმივად აქვს კონტაქტი საქართველოს მთავრობასთან და განუხრელად იცავს მის და ჯანდაცვის საერთაშორისო ორგანიზაციის ინსტრუქციებს ვირუსის გავრცელების თავიდან აცილებისა და თანამშრომლებზე ზრუნვის კუთხით. სიტუაციის განვითარების შესაბამისად დროდადრო მოგაწვდით განახლებულ ინფორმაციას",-აღნიშნულია განცხადებაში.