“ვენდი”და “დანკინი” მიტანისა და Drive-Tru სერვისით მომხმარებელს უწყვეტ რეჟიმში მოემსახურება

“ვენდის”და “დანკინის”რესტორნების ქსელი გამოხატავს სრულ საზოგადოებრივ პასუხისმგებლობას და აცხადებს მზადყოფნას უწყვეტ რეჟიმში მოემსახუროს მომხმარებელს როგორც მიტანის ასევე Drive-Tru სერვისის გამოყენებით. “გაცნობებთ, რომ “ვენდის” და “ დანკინის” რესტორნების ქსელი სრულად ვაცნობიერებთ რა ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებსა და შექმნილ ვითარებას, ვიზიარებთ ჩვენ წილ საზოგადოებრივ პასუხისმგებლობას და ვაცხადებთ მზადყოფნას, უწყეტ რეჟიმში ვუზრუნველყოთ ნებისმიერი ოდენობის მომხმარებელთა მოთხოვნის დაკმაყოფილება, რაც გულისხმობს როგორც ჩვენს ქსელში არსებული რესტორნებიდან შეკვეთილი პროდუქტის ადგილზე მიტანას, ასევე რესტორნებში Drive-Tru სერვისის უწყვეტ რეჟიმში ფუნქციონირებას.

ხაზგასმით ავღნიშნავთ, რომ ყველა შეკვეთის დამზადება ხდება სრული სანიტარული თუ ჰიგიენური ნორმების დაცვით, რომლებიც ითვალისწინებს როგორც ადგილობრივ ისე საერთასორისო სტანდარტებს. ამასთან, როგორც ვენდის ასევე დანკინის სათაო ოფისებისგან მიღებული გვაქვს COVID-19 -ის პრევენციისათვის მთელი რიგი აუცილებელი აქტივობების ნუსხა, რომელთაც განუხრელად ვიცავთ და ვანხორციელებთ. აქვე გაცნობებთ, რომ როგორც “ვენდის” ასევე “დანკინს” რესტორნებს გააჩნიათ ყველა საჭირო რესურსი, პროდუქტების სათანადო მარაგი და მათი ამოწურვის არავითარი საფრთხე არ არსებობს.

მადლობა ერთგულებისთვის და ყველას გისურვებთ ჯანმრთელობას.“ აცხადებს ვისოლ ჯგუფის პრეზედენტი სოსო ფხაკაძე.

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით:

რუსუდან კბილაშვილი

„ვისოლ ჯგუფი“

საზოგადოებასთან ურთიერთობის და კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის სამსახურის ხელმძღვანელი

ტელ: (995 322) 915 315/250; ფაქსი: (995 322) 915 615; მობ: (995 599) 320412/E-mail: pr@wissol.ge

(R)