ბრიტანეთი პენსიაზე გასულ ექიმებსა და ექთნებს სთხოვს, სამსახურებს დაუბრუნდნენ რათა ქვეყანა „მსოფლიოში ჯანმრთელობის ყველაზე დიდ საფრთხეს“ გაუმკლავდეს

დიდი ბრიტანეთი 65 000 ექიმსა და ექთანს, რომლებიც ბოლო სამი წლის მანძილზე პენსიაზე გავიდნენ, სთხოვს სამსახურებს დაუბრუნდნენ რათა ქვეყანა „მსოფლიოში ჯანმრთელობის ყველაზე დიდ საფრთხეს“ გაუმკლავდეს.

„რადგან ჯანდაცვის სერვისი ცდილობს გაუმკლავდეს მსოფლიოში არსებულ ყველაზე დიდი ჯანდაცვის საფრთხეს, ჩემი მესიჯი ყოფილი კოლეგებისადმი იქნება „თქვენ ჯანდაცვის ეროვნულ სამსახურს სჭირდებით“,- აცხადებს ჯანდაცვის ეროვნული სამსახურის წარმომადგენელი რუთ მეი.

ამასთან, ბრიტანეთი სამედიცინო უნივერსიტეტების დამამთავრებელი კურსის სტუდენტებსაც სთავაზობს დროებით დასაქმებას.

ცნობისთვის, ბრიტანეთში ამ ეტაპზე კორონავირუსით ინფიცირების 3269 შემთხვევაა დაფიქსირებული.