სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური მოქალაქეთა განცხადებებსა და ოფიციალურ კორესპონდენციას ახალი წესით მიიღებს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.
„ქვეყანაში ახალი კორონავირუსის შესაძლო გავრცელების პრევენციის მიზნით, პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს ფარგლებში განსაზღვრული რეკომენდაციების შესაბამისად, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური მოქალაქეთა განცხადებებსა და ოფიციალურ კორესპოდენციას სამსახურის შენობებთან განთავსებული სპეციალური ყუთების მეშვეობით მიიღებს.
მოქალაქეებს დოკუმენტების გამოგზავნა ასევე შეუძლიათ ელექტრონულად,
მისამართზე: info@ssg.gov.ge“, -ნათქვამია განცხადებაში.