საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 44-მდე გაიზარდა

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 44-მდე გაიზარდა.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 44 შემთხვევაა დადასტურებული. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე არის განთავსებული.

კარანტინის რეჟიმშია 1925 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 271 პირი.

ინფორმაციისთვის, 44 ადამიანიდან 1 გამოჯანმრთელებულია.