ბოლო მონაცემებით, მსოფლიოში კორონავირუსით დაინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 276 293-ია, გამოჯანმრთელებულთა რიცხვი - 91 952-მდე გაიზარდა, ფატალური შემთხვევები კი 11 400-ს აჭარბებს.
აღსანიშნავია, რომ ამჟამად ვირუსით 172 920 პაციენტია დაინფიცირებული, აქედან 95 პროცენტის (165 009) მდგომარეობა მსუბუქია, პაციენტების 5 პროცენტი (7 911) კი - მძიმე ან კრიტიკულ მდგომარეობაშია.
კორონავირუსის ყველაზე მეტი შემთხვევები ჩინეთში, იტალიასა და ესპანეთშია დადასტურებული. კერძოდ, ჩინეთში დაინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 81 008, გარდაცვლილთა კი - 3 255-ია, იტალიაში 47 021 შემთხვევაა დადასტურებული, დაღუპულთა რიცხვი კი - 4 032-ია, ესპანეთში 21 571 შემთხვევა დაფიქსირებული, გარდაცვილთა რაოდენობა კი - 1 093-ია.