თვეში რამდენი დოლარი სჭირდება ადამიანს ბედნიერებისთვის

პრინსტონის უნივერსიტეტის მეცნიერებმა დაადგინეს, რამდენი ფული სჭირდება ადამიანს ბედნიერებისთვის.

აღმოჩნდა, რომ ცხოვრებისეული პრობლემების გასაქარწყლებლად წელიწადში 75 ათასი, ანუ თვეში 6250 დოლარი საკმარისია.

კვლევის ავტორები ეკონომისტი ანგუს დიტონი და ფსიქოლოგი დენიელ დანამენი აღნიშნავენ, რომ თანხის სწორედ ეს ოდენობაა ბედნიერების განმსაზღვრელი, რადგან თუკი ადამიანი ნაკლებს გამოიმუშავებს, ცხოვრებისეულ სირთულეებსა და კონფლიქტებს ძნელად უმკლავდება. აღსანიშნავია, რომ თუ ადამიანს წელიწადში 75 ათასზე მეტი აქვს, ეს კმაყოფილებისა და ბედნიერების განცდას აღარ აძლიერებს.

კვლევაში მონაწილეობა 450 ათასმა ამერიკელმა მიიღო. გამოკითხულა 85% აცხადებს, რომ დილით საუკეთესო განწყობაზე იღვიძებს მიუხედავად იმისა, რამდენს უხდიან. სტრესულ მდგომარეობაში 24% იმყოფება, ასევე 24%-მა აღირა, რომ დეპრესიაშია.

აღმოჩნდა, რომ გამოკითხულთა 51%-ს, რომლებიც თვეში ათას დოლარზე ნაკლებს გამოიმუშავებენ, მეუღლესთან განქორწინების საშიშროება აფიქრებთ.

კვლევის ავტორები აცხადებენ, რომ ფული ბედნიერებასთან არაპირდაპირ კავშირშია: "მაღალი შემოსავალი ვერ გაგაბედნიერებთ, მაგრამ ცხოვრების ისეთ პირობებს შეგიქმნით, რომელსაც ბედნიერებად ჩათვლით”.