აშშ-ში საქართველოს საელჩო ქართველ სტუდენტებს მიმართავს

აშშ-ში საქართველოს საელჩო ქართველ სტუდენტებს, რომლებიც აშშ-ში სწავლობენ თავისი ინდივიდუალური გზით და არა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის გაცვლითი პროგრამით, ახალ კორონავირუსთან დაკავშირებით მიმართავს.

საელჩო მოუწოდებს სტუდენტებს გაითვალისწინონ შემდეგი რჩევები:

  • გაითვალისწინეთ ადგილობრივი ხელისუფლების მითითებები და რეკომენდაციები კორონავირუს (COVID-19) თავის არიდების მიზნით;
  • გაითვალისწინეთ, რომ საქართველოს მიმართულებით ფრენების რაოდენობა არის შეზღუდული. ის მოქალაქეები, რომლებიც მიემგზავრებით საქართველოში, თვალი ადევნეთ საქართველოს მიმართულებით ყოველდღიურად ცვალებად ინფორმაციას, რომელიც ყოველდღიურ რეჟიმში ახლდება საქართველოს საელჩოს ვებ-გვერდზე.
  • შეწყვეტილი სასწავლო პროცესის პირობებში თქვენ გაქვთ უფლება მოითხოვოთ დახურულ სკოლებში სტუდენტურ საცხოვრებელში დარჩენა. ამისთვის დროულად დაუკავშირდით სკოლის/უნივერსიტეტის ადმინისტრაციას. გთხოვთ კომუნიკაცია სკოლის/უნივერსიტეტის ადმინისტრაციასთან წერილობით რეჟიმშიც აწარმოოთ.
  • სკოლის/უნივერსიტეტის ადმინისტრაციის მხრიდან უარის შემთხვევაში, მოგვაწოდეთ თქვენი მიმოწერა, რის საფუძველზეც ვეცდებით დაგეხმაროთ მათთან კომუნიკაციაში. გთხოვთ გაითვალისწინოთ, ამ პერიოდში საელჩოს დატვირთვა და შესაბამისად ეცადოთ თქვენი სკოლის ადმინისტრაციასთან პირდაპირი კომუნიკაციის გამართვა თავიდანვე აქტიურად აწარმოოთ.
  • სტუდენტებს ასევე მოვუწოდებთ თვალი ადევნონ საქართველოს საელჩოს და გენერალური საკონსულოს სოციალურ მედიას, სადაც ყოველდღიურად ახლდება ინფორმაცია კორონავირუსთან გამკლავების საშუალებებზე, აშშ-სა და საქართველოს მთავრობების შესაბამის განკარგულებებზე, ფრენებზე და სხვა მნიშვნელოვან თემებზე.

„რადგან ინდივიდუალური გზით აშშ-ში ჩამოსული საქართველოს მოქალაქე სტუდენტების მონაცემთა ბაზა არ არსებობს, საელჩო და გენერალური საკონსულო მაქსიმალურად ვცდილობთ ხმის ინდივიდუალურად მიწვდენას. ასეთ სტუდენტებს ვთხოვთ რომ დაგვიკავშირდნენ შემდეგი ინფორმაციით: გვარი/სახელი; დაბადების თარიღი; ლოკაცია/უნივერსიტეტი; მობილური/მეილი შემდეგ მეილზე: kvardishvili@mfa.gov.ge,“-ნათქვამია განცხადებაში.

თაია არდოტელი
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 47-მდე გაიზარდა
დონალდ ტრამპმა ბრძანება გასცა კორონავირუსის სამკურნალოდ გამოიყენონ პრეპარატი, რომელსაც საქართველოში უკვე თვენახევარია იყენებენ
„თვითიზოლაციის დამრღვევ პირებს არ მოვემსახურებით“