დეპოზიტარისთვის ასანაზღაურებელი თანხის მაქსიმალური ოდენობა გაიზარდა.
ამის შესახებ დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს უფროსის 12 მარტის ბრძანებაშია აღნიშნული.
კერძოდ, ბრძანების მიხედვით, დეპოზიტორისთვის ასანაზღაურებელი დაზღვეული დეპოზიტის ანაზღაურებადი თანხის მაქსიმალურ ოდენობად 15 000 ლარი განისაზღვრა. მაშინ როცა წინა რედაქციით, 5 ათასი ლარი იყო.
ცვლილება 2020 წლის პირველი ივლისიდან ამოქმედდება.