პირველი მილიარდერი მამაკაცი კაცობრიობის ისტორიაში

თინეიჯერობისას ორ რამეზე, 100, 000 დოლარის შოვნასა და 100 წლიან ცხოვრებაზე ოცნებობდა

თუ გეტყვით, რომ კაცისთვის შეუძლებელი არაფერია, და რომ იშვიათად არსებობს სურვილები, რომელიც გულით გსურთ განახორციელოთ და არ შესრულდება, და ამის ნათელ მაგალითად ჯონ როკფელერს მოვიყვან, დამიჯერებთ? ალბათ დამიჯერებთ, რადგან მისი ცხოვრების ისტორია სხვა გზას არ გიტოვებთ...

ჯონ როკფელერი, რომელიც მსოფლიო ისტორიაში შევიდა, როგორც პირველი მილიარდერი მამაკაცი კაცობრიობის ისტორიაში, არაფრით იყო თქვენზე მეტი მაშინ, როდესაც თინეიჯერობისას ორ რამეზე, 100, 000 დოლარის შოვნასა და 100 წლიან ცხოვრებაზე ოცნებობდა და თქვენ წარმოიდგინეთ ორივე ოცნება აისრულა, თუმცა პირველი ოცნება გადაჭარბებით (საოცნებო 100,000 დოლარის ნაცვლად 318 მილიარდი აშშ დოლარი იშოვა), ხოლო მეორე ოცნების სრულყოფაში სულ რაღაც 2 წელი დააკლდა; ჯონ როკფელერი 98 წლის ასაკში გარდაიცვალა.

ის საშუალო ფენის ამერიკულ ოჯახში დაიბადა. ახალგაზრდა მომავალი მილიარდერი ერთ-ერთ კომპანიაში ბუღალტრად მუშაობდა. შემდეგ გადაწყვიტა, რომ ოცნების ასრულებას მეტი ძალისხმევა და მონდომება ესაჭიროებოდა, ვიდრე უბრალოდ ბუღალტრობა იყო. ამისთვის როკფელერმა საბითუმო ვაჭრობა დაიწყო და წლების შემდეგ მისი განვითარებული ბიზნესი ისეთ უმსხვილეს ნავთობკომპანიად ჩამოყალიბდა, როგორიცაა Standard Oil-ი. ჯონ როკფელერის Standard Oil-ს ამერიკის ნავთობის ბაზრის 90% ეკავა.

74 წლის ასაკში როკფელერის შემოსავალმა პიკს მიაღწია და 318 მილიარდი დოლარი შეადგინა.

აღსანიშნავია ისიც, რომ ის ისტორიაში ორი სტატუსით შევიდა - როგორც პირველი მილიარდერი კაცობრიობის ისტორიაში და როგორც უდიდესი ქველმოქმედი. როკფელერი ქველმოქმედებას საკუთარი შემოსავლის 10%-ს ახმარდა.