საქართველოში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.
შესაბამისი განცხადება მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ გააკეთა. საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება ახალ კორონავირუსს უკავშირდება, რომელსაც მსოფლიო თითქმის 3 თვეა ებრძვის.
შეგახსენებთ, რომ საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 47-მდე გაიზარდა, მათგან ერთი გამოჯანმრთელდა. საქართველოს მთავრომამ ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით ბოლო ორი კვირის განმავლობაში საზღვრების ჩაკეტვის, ფრენების შეწყვეტის, გარკვეული საბაჭრო ობიექტების დახურვის და სხვა არაერთი გადაწყვეტილება მიიღო.