საგანგებო მდგომარეობა ინფრასტრუქტურულ პროექტებს არ შეეხება.
ამის შესახებ განცხადება პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე გააკეთა.
"ჩვენი ძირითადი ამოცანაა - ვიზრუნოთ მაქსიმალური შეზღუდვებით მოქალაქის ჯანმრთელობაზე, მაგრამ ისე რომ საერთოდ არ გავაჩეროთ ეკონომიკა. ინფრასტრუქტურული პროექტები გაგრძელდება და არანაირი შეზღუდვა მათ არ შეეხება. ამის საჭიროებას ამ ეტაპზე ვერ ვხედავთ. რაც შეეხება ბიუჯეტს, ამ დადგენილებით მთავრობა საგანგებო ბიუჯეტის შექმნის უფლებასაც მოითხოვს,“-განაცხადა გახარიამ.
შეგახსენებთ, რომ პრემიერის განცხადებით, საქართველოში 1 თვით, 21 აპრილამდე საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება ახალ კორონავირუსს უკავშირდება, რომელსაც მსოფლიო თითქმის 3 თვეა ებრძვის.
შეგახსენებთ, რომ საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 47-მდე გაიზარდა, მათგან ერთი გამოჯანმრთელდა. საქართველოს მთავრომამ ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით ბოლო ორი კვირის განმავლობაში საზღვრების ჩაკეტვის, ფრენების შეწყვეტის, გარკვეული სავაჭრო ობიექტების დახურვის და სხვა არაერთი გადაწყვეტილება მიიღო.