საქართველოში ამ დროისთვის კორონავირუსით ინფიცირების 48 შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა. ამჟამად კარანტინის რეჟიმში 1966 ადამიანია, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობას 259 ადამიანი გადის.
ინფორმაციისთვის, 48 ადამიანიდან 1 გამოჯანმრთელებულია.