ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კორონავირუსით ინფიცირებული კიდევ ორი პაციენტი გამოჯანმრთელდა.
მისი ინფორმაციით, ერთმა მათგანმა ინფექციური საავადმყოფო გუშინ დატოვა, ერთი კი ცენტრიდან დღეს გაეწერება.
„მონიტორინგს ვაწარმოებთ უკვე პირველი ეტაპის პაციენტებზე და ორ პაციენტთან ვირუსზე განმეორებითი კვლევა უარყოფითია. ერთმა უკვე დატოვა გუშინ ჩვენი დაწესებულება და მეორე დატოვებს დღეს ე.ი. შეგვიძლია ვთქვათ, რომ 3 პაციენტი გამოჯანმრთელდა და 3-მა პაციენტამ დატოვა ჩვენი ცენტრი“,- განაცახდა ეზუგბაიამ.